მიქელანჯელოს სკულპტურა ბაქტერიების დახმარებით გაწმინდეს

70

იტალიელ რესტავრატორთა ჯგუფმა The New York Times-ის ჟურნალისტებთან საუბარში მედიჩის კაპელაში არსებული მიქელანჯელოს სკულპტურების გაწმენდვის ნოვატორულ მეთოდებზე ისაუბრეს.

სპეციალისტებს მაღაროების წყალში მოპოვებული განსაკუთრებული ბაქტერიები ეხმარებიან. ბიოლოგმა ანა როზა სპორკატიმ ათასამდე სახეობის ბაქტერია აღმოაჩინა, რომლებიც ჭუჭყს ჭამენ და ამასთან მარმარილოს არ აზიანებენ.

მიკროორგანიზმი Pseudomonas stutzeri CONC11, ჯულიანო მედიჩის საფლავთან არსებული ქანდაკების თმის გასაწმენდად გამოიყენეს, ხოლო Rhodococcus sp. ZCONT წებოს ლაქებს მშვენივრად გაუმკლავდა.

სპეციალისტების თქმით, ყველაზე რთული ლორენცო მედიჩისა და მისი ვაჟის, ალესანდროს სარკოფაგი აღმოჩნდა. საუკუნეების განმავლობაში ალექსანდრო მედიჩის ნეშტის ხრწნამ სარკოფაგზე ლაქები გააჩინა, რომელსაც ამ დრომდე ვერაფრით შველოდნენ, თუმცა, ბაქტერიამ SH7 მარმარილოს პირველყოფილი თეთრი ფერი დაუბრუნა.