Art Basel ვაქცინირებული სტუმრებისთვის ჩატარდება

21

Art Basel–ის ხელმძღვანელობის განცხადებით, ბაზრობა სექტემბერში ტრადიციული ფორმატით ჩატარდება. თუმცა, ორგანიზატორების განცხადებით სანიტარული უსაფრთხოების გამო იმოქმედებს შეზღუდვები.

ბაზელის ბაზრობაზე დაიშვებიან მხოლოდ ისინი, ვინც სრულად ვაქცინირებულები არიან, ან წარმოადგენენ უარყოფით ტესტს კორონავირუსზე. მსგავსი ზომები უკვე ეფექტურად იქნა მიღებული ნიუ–იორკში Frieze-ს ბაზრობაზე.