ქართველი პიანისტის ირმა გიგანის ავსტრიული წარმატება

653

ქართველმა პიანისტმა, ირმა გიგანმა ავსტრიის საერთაშორისო კონკურსის BECHSTEIN-BRUCKNER-ის პირველი პრემია მოიპოვა. მას ასევე გადაეცა სპეციალური პრიზები მოცარტის სონატისა და ბრუკნერის ფანტაზიის საუკეთესო შესრულებისთვის.

ცნობისთვის, ირმა გიგანი პოლიტიკოსის თაკო ჩარკვიანის შვილია. თაკომ სოციალურ ქსელში შვილის წარმატებას ასე გამოეხმაურა:

„მეგობრებო ბედნიერი ვარ! ჩემი ირმა გიგანი ავსტრიის ბეხშტეინ-ბრუკნერის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის და ყველა სპეცპრიზის გამარჯვებული გახდა. გილოცავ დე”,-დაწერა თაკო ჩარკვიანმა.

აქვე გეტყვით, რომ 17 ივნისს ირმა გიგანი  Brucknerhaus-ში სოლო კონცერტს გამართავს.