ევროვიზია 2021 დასრულდა

555

22 მაისს, ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ყოველწლიური მუსიკალური კონკურსის “ევროვიზია 2021-ის” ფინალური ტური შედგა, რომლის გამარჯვებულიც იტალიური როკჯგუფი “Maneskin” გახდა.

ჯგუფი პირველად X factor-ში 2017 წელს გამოჩნდა და საპატიო მეორე ადგილიც დაიკავა.

აღსანიშნავია რომ იტალია ევროვიზიაზე გამარჯვებული 1990 წელს, ტოტო კუტუნიოს ნამღერით გახდა.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი წარმომადგენელი წელს მომღერალი თორნიკე ყიფიანი იყო. მან სიმღერა “You” შეასრულა და სამწუხაროდ ნახევარფინალს გამოეთიშა.

შეგახსენებთ რომ საქართველო ევროვიზიას 2007 წლიდან შეუერთდა.