Billboard Music Awards–ის ლაურეატების სია ცნობილია

332

ლოს–ანჯელესში პრემია Billboard Music Awards–ის გადაცემის ცერემონია გაიმართა. 2021 წლის ტრიუმფატორად კანადელი მომღერალი The Weeknd დასახელდა, მან 10 პრიზი მიიღო. ჯილდოების რიცხვით მეორე ადგილი რეპერმა Pop Smoke დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი 2020 წლის თებერვალში მოკლეს და ოქროს მიკროფონები მის ძმასა და დედას გადაეცათ.

ოთხი ჯილდო მიიღო კორეულმა ჯგუფმა BTS. ქალებს შორის ლიდერად კი ტეილორ სვიფტი და ლეგი გაგა დასახელდნენ.