Fayola – კარანტინში აღმოჩენილი იდეა

2351

თიკა მგელაძე და ნუცა ოთხვანი ბავშვობის მეგობრები არიან. Fayola – ასე ჰქვია მათ კარანტინში წამოწყებულ მცირე ბიზნესს. ულამაზესი სანდლები, განსხვავებული სტილი და აფრიკული ფონი მათ სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა.

No description available.

– მოგესალმებით პირველ რიგში მოგვიყევით როდის გაჩნდა ეს იდეა?

– გამარჯობა, სულ გვინდოდა საერთო საქმე გვქონოდა, რომელიც კარგად გამოხატავდა ჩვენს ხასიათს. იდეა გაჩნდა პანდემიის დროს, რადგან, ფიქრისთვის ბევრი დრო გვქონდა. ვინაიდან, ჩვენ თვითონაც სანდლების ხშირი მომხმარებლები ვართ, გვიყვარს ნათელი ფერები, რომლებიც უხდება ზაფხულს, გადავწვიტეთ შეგვექმნა “Fayola”.

– ხშირად ამბობენ რომ მეგობრების საერთო ბიზნესი არც ისე კარგი იდეაა, თქვენ რას გვეტყვით?

No description available.

როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ და ხშირად მოგვიწია თანამშრომლობა, როგორც ფორმალურ, ისევე არაფორმალურ გარემოში. გარდა, მეგობრობისა, ხშირად გვქონია საქმიანი ურთიერთობა სხვადასხვა სფეროში. შესაბამისად, გამოცდილებამ და პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჩვენ მიერ, საერთო ძალებით შესრულებული სამუშაო, ყოველთვის წარმატებული არის. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენს შემთხვევაში, საერთო ბიზნესი საკმაოდ კარგი წამოწყებაა.

– რატომ “Fayola”?

“Fayola” აფრიკელი ქალის სახელია. სახელის ინსპირაცია მოდის  მაროკოში ნუცას მოგზაურობიდან.

No description available.

– ძალიან განსხვავებული და საინტერესო კონტენტი გაქვთ – რატომ გადაწყვიტეთ აფრიკის ელფერი დაჰკრავდეს თქვენს ფეხსაცმელებს?

ჩვენი პატარა წამოწყების მიღმა იმალება აფრიკული კონცეპტი, რომელიც ეტაპობრივად აისახება ჩვენ მიერ გამოყენებულ ფერებსა და სტილზე. აფრიკული კულტურა კი იმიტომ ამოვირჩიეთ, რომ ის თავისი მრავალფეროვნებით ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენს ხასიათს.

– ვინ ქმნის დიზაინს?

– დიზაინის შექმნაში ორივე თანაბრად ვიღებთ მონაწილეობას და თითოეული პროდუქტი არის შექმნილი არა კომერციული გათვლით, არამედ, ჩვენი თვითგამოხატვის კარგი საშუალებაა.

როგორ ფიქრობთ მხოლოდ ფეხსაცმლის ხაზს გაჰყვებით თუ სხვადასხვა აქსესუარები ან ტანის სამოსიც დაემატება?

ამ ეტაპზე მხოლოდ სანდლები გვაქვს, თუმცა, ზუსტად აფრიკული კონტენტის გათვალისწინებით, ზუსტად ვიცით ეტაპობრივად რა პროდუქტებს დავამატებთ, გარკვეულ ნაწილზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. მომხმარებელი იხილავს ტანის სამოსაც და ფერად აქსესუარებსაც.

No description available.

რა აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე რთული? მაინტერესებს კარანტინი და ეს სიტუაცია თუ გიშლით ხელს.

– შეიძლება ითქვას, რომ პირიქიით, ვინაიდან, პანდემიამდე საკმაოდ დატვირთული რეჟიმი გვქონდა და მიუხედავად სურვილისა, საკუთარი საქმიანობისა და მძიმე გრაფიკის გამო, ვერ ვახერხებდით დროის პოვნას ჩვენი იდეის რეალიზაციისათვის. შესაბამისად, ჩვენს შემთხვევაში, კარანტინმადადებითი გავლენა იქონია.განსაკუთრებით რთული, ალბათ, ჩვენი საქმიანობისა და Fayola-ს შეთავსება იყო, ყველაზე დატვირთული კი საწყისი ეტაპი, მანამ, სანამ, შევქმნიდით ზუსტად იმ ხარისხსა და დიზაინს, რომელიც ჩვენ თვითონ მოგწონდა.

როგორც თქვით საკუთარი საქმის დაახალი წამოწყების შეთავსება თქვენთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რა არის თქვენი ძირითადი საქმიანობა?

No description available.

წელს სამართლმცოდნეობის ხარისხის მისაღებად საბაკალავრო ნაშრომზე ვმუშაობთ, რაცძალიან შრომატევადია. ზოგადად, ჩვენი პროფესია საკმაოდ დიდ ფიზიკურ და დროისრესურს მოითხოვს, შესაბამისად,  ძირითადი საქმიანობისა და ჰობის ერთმანეთისთვის შეთავსება, ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, თუმცა, ერთმანეთის დახმარებით, ამასაც დავძლევთ.

რას ეტყოდით იმ ხალხს ვინც ახლა, ამ სტატიით გაიცნობს თქვენს მცირე ბიზნესს?

იმედია, გაეცნობიან ჩვენს ფერად Instagram გვერდს, გახდებიან “Fayola”-ს და ჩვენი მეგობრები.