დემი ლოვატომ განაცხადა, რომ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონეა

265

ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა, დემი ლოვატომ, განაცხადა, რომ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონეა და მასთან მიმართებაში სქესის აღმნიშვნელ ნაცვალსახელებს she/her ნეიტრალური ნაცვალსახელებით they/them ანაცვლებს.

დისნეის ყოფილმა ვარსკვლავმა ისიც განაცხადა, რომ სხვა არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანებთან გენდერული იდენტობის შესახებ საუბრების ვიდეოსერიას შექმნის.

“ამას ვაკეთებ მათთვის, ვინც ახლობელი ადამიანებისთვის მათი რეალური იდენტობის გამხელა ჯერ ვერ მოახერხა”, — დასძენს მომღერალი, — “გთხოვთ, თქვენს სიმართლეში ცხოვრება განაგრძოთ და იცოდეთ, რომ ჩემი სიყვარული გეკუთვნით”.

როგორც აღმოჩნდა, დემის იმედი გამართლდა. მომღერლის ბევრმა ფანმა აღნიშნა, რომ მისი განცხადებით ამაყობენ, ზოგმა კი ლოვატო მისაბაძ მაგალითადაც დაასახელა.