არიანა გრანდემ უძრავის ქონების აგენტზე იქორწინა

197

მომღერალი, არიანა გრანდე გათხოვდა. მისი რჩეული უძრავის ქონების აგენტი დალტონ გომესია. უცხოური მედიის ცნობით, წყვილმა საქორწინო ცერემონია კალიფორნიაში ვიწრო წრეში გამართა, რომელსაც მხოლოდ მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ. ცნობისთვის, ინფორმაცია წყვილის ურთიერთობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2020 წლის დეკემბერში არიანამ თავის ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა.