ტეილორ სვიფტიმა “გლობალური საკულტო ვარსკვლავის” ჯილდო მიიღო

175

გუშინ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად შემსრულებელს “სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავმა მეისი უილიამსმა 2021 წლის Brits Awards-ის დაჯილდოებაზე გლობალური საკულტო შემსრულებლის ჯილდო გადასცა.

“მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რომლებმაც ზუსტად იციან ვინ არიან და რას წარმოადგენენ, ადამიანები, რომლებიც ჩემთან ურთიერთობაში არასდროს შეცვლილან, მიუხედავად იმ პერიოდებისა, წარმატებულად მიდიოდა ჩემი საქმიანობა, თუ გარკვეული სახის პრობლემები მქონდა. ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ვისწავლე არის ის, რომ გარშემო ყოველდღიურად უნდა მიმოიხედო და ყოველთვის უნდა მიიღო რჩევა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც შენი სჯერათ.”

“თუ თქვენ ზეწოლას განიცდით და თქვენს გარშემო არეულობაა, ეს იმას ნიშნავს, რომ იზრდებით და დაბრკოლებებს ლახავთ. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც უამრავი ცინიზმი და სკეპტიციზმია, მაგრამ მათ არ უნდა მისცეთ უფლება მოახდინონ თქვენზე ზეგავლენა. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ საზოგადოებას უთხრათ, რომ მათი აზრი არასწორია.”

“ყველანი ძალიან მიყვარხართ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ უდიდესი პატივისცემისთვის Brits Awards-ს.”