NBC “ოქროს გლობუსს” ბოიკოტს უცხადებს

55

ტელეკომპანია NBC, რომელიც ტრადიციულად პირდაპირ ეთერში აშუქებდა “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონია, 2022 წელს ტრადიციას დაარღვევს. ბოიკოტის მიზეზი, ჟიურის არასაკმარის რასობრივ მრავალფეროვნებაშია.

“ჩვენ გვჯერა, რომ ჰოლივუდში აკრედიტირებული უცხოელი ჟურნალისტების ასოციაცია სერიოზულადაა განწყობილი მასშტაბური რეფორმების მიმართ. თუმცა, მსგავსი ტიპის ცვლილებები დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ ვთვლით, რომ ასოციაციას ყველაფრის სწორად გასაკეთებლად დრო სჭირდება. თუ ორგანიზაცია შეასრულებს თავის ჩანაფიქრს, ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ტრანსლაციის აღდგენას 2023 წელს”, – წერია ტელეკომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში, გაზეთმა Los Angeles Times სტატია გამოაქვეყნა. ვრცელ წერილში საუბარი იყო ჟიურის 87 წევრზე, რომელთაგანაც არცერთია ფერადკანიანი.