ვასილი კანდინსკის ნამუშევარი აუქციონზე გაიყიდება

61

მხატვრის ვასილი კანდინსკის ნამუშევარი, რომელიც 50 წელზე მეტია კერძო კოლექციაში ინახება, ლონდონში აუქციონზეა გატანილი. როგორც სააუქციონო სახლი Sotheby’s აცხადებს, ტილო მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების აუქციონის ფარგლებში გაიყიდება.

1937 წლის ნამუშევარი 18–29 მილიონ ფუნტადაა შეფასებული და თავის დროს, ის კანდინსკის მეგობარმა, მეცენატმა სოლონ გუგენაჰიმმა შეიძინა. გუგენჰაიმის მუზეუმის კოლექცია კი 1964 წელს აუქციონზე გაიყიდა. ამის შემდეგ “Tensions calm es” კერძო კოლექციაში იანხებოდა.

აღსანიშნავია, რომ აუქციონზე გაყიდვამდე ნამუშევარი მსოფლიო ტურნეს დაასრულებს. ის გამოფენილი იქნება Sotheby’s-ის გალერეებში ნიუ–იორკში, დუბაიში, ჰონგ კონგში, ტაივანში და ლონდონში.