ემი უაინჰაუსის კაბები აუქციონზე გაიყიდება

38

ემი უაინჰაუსის ტანსაცმელი აუქციონზე გაიყიდება, რომლის ორგანიზატორებიც Julien’s Auction და მომღერლის მშობლები არიან. როგორც უაინჰაუსის მამა აცხადებს, ოჯახისთვის მტკივნეულია, როცა ხედავენ თუ როგორ ედება მტვერი მათი ქალიშვილის ნივთებს. აუქციონიდან შემოსულ თანხას მიტჩ და ჯენის უაინჰაუსები სრულად ქველმოქმედებას მოახმარენ.

აუქციონი 2021 წლის ნოემბერში ბევერლი–ჰილზში გაიმართება.