რომის კოლიზეუმს ხის იატაკს დაუბრუნებენ

110

რომის კოლიზეუმს რემონტი ელის, რომლის ფარგლებშიც მას ხის იატაკს დაუბრუნებენ. რენოვაცია 18,5 მილიონი ევრო დაჯდება და 2023 წლისთვის დასრულდება.

პროექტს საინჟინრო კომპანია Milan Ingegneria ხელმძღვანელობს, რომელმაც იტალიის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კონკურსი მოიგო.

კოლიზეუმის ხის იატაკი არქეოლოგებმა მე–19 საუკუნეში მოხსნეს, როცა მის ქვეშ ტუნელების მიწისქვეშა ქსელი აღმოაჩინეს.

როგორც იტალიის კულტურის მინისტრი დარიო ფრანჩესკინი ამბობს, აღდგენა მნახველებს კოლიზეუმს ახალი რაკურსით აჩვენებს და დაეხმარება არენას პირველყოფილ სახეს დაუბრუნდეს. ასევე მინისტრის აღნიშვნით, კოლიზეუმი მასშტაბური კულტურული ღონისძიებების, მათ შორის სამიტის G20 მასპინძელი გახდება.

საინტერესოა, რომ წვიმის წყალი, რომელიც ხის იატაკზე მოგროვდება, თავად ძეგლთან არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების მომარაგეს მოხმარდება.