ესპანეთში პაბლო პიკასოს გამოფენა მიმდინარეობს

55

ესპანეთის ქალაქ სანტანდერში მდებარე ბოტინის ცენტრში პაბლო პიკასოს გამოფენა მიმდინარეობს. გალერეაში 200–ზე მეტი ტილოა წარმოდგენილი, რომლებშიც მხატვრის შემოქმედებაზე იბერიული ხელოვნების გავლენა შეინიშნება. გამოფენის ორგანიზება პარიზის პიკასოს მუზეუმის ხელშეწყობით მოხდა.

“იბერიულმა სქემატურმა ხელოვნებამ, რომელსაც პიკასო ლუვრში გაეცნო უდიდესი გავლენა მოახდინა მხატვრის პიროვნებაზე, მის ნამუშევრებზე და ხელი შეუწყო პიკასოს კუბიზმში გადასვლას. აღსანიშნავია, რომ ხელოვნება, რომელიც 2000 წლისაა, მე–20 საუკუნის ავანგარდული ხელოვნების ფუნდამენტი გახდა”, – აცხადებს გამოფენის კურატორი, ონტანიონ პერედი.

გამოფენა 2021 წლის 12 სექტემბრამდე გასტანს.