ქართველი რეჟისორი რამაზ (ბუბა) ხოტივარი გარდაიცვალა

80

ქართველი რეჟისორი და საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი რამაზ (ბუბა) ხოტივარი გარდაიცვალა. ის 74 წლის იყო. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცნობისთვის, რამაზ (ბუბა) ხოტივარი სხვადასხვა დროს საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია “ქართული ფილმის” კინორეჟისორად მუშაობდა.

როგორც დამდგმელ რეჟისორს გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: “ისლამი საქართველოში”, “ლეხაიმ!”, “მარკოზის სახარება”, “ლაზარეს თავგადასავალი” (ქართლოს ხოტივართან ერთად), “დიმიტრი II”, “ჩირიკი და ჩიკოტელა”.

წლების განმავლობაში ის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.