სარა ჯესიკა პარკერის თხოვნით Sex And The City-ის 3 ფერადკანიანი ქალი პერსონაჟი შეუერთდება

69

სარა ჯესიკა პარკერის ხსენებაზე ყველას ცნობილი სერიალი “სექსი დიდ ქალაქში” ახსენდება. ქერი ბრედშოუ წლების განმავლობაში ქმნიდა სტილს, ახალგაზრა გოგონებისთვის მისაბაძი ქალი იყო.

გარდა ამისა სერიალი გვასწავლის რომ ყველა გრძნობებს შორის მეგობრობა უმთავრესია და ამას არაფერი შეცვლის. არც ქმარი, არც შვილი და არც ოჯახი. საკმაოდ გრძელი სერიალისა და ორი ფილმის შემდეგ შეგახსენებთ, რომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი ეკრანებს უბრუნდება.

რომანტიკული კომედიის უახლეს სეზონს მაყურებელი ძალიან მალე იხილავს. რამდენიმე საათის წინ ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, რომ სერიალის ქასთში სარა ჯესიკა პარკერის თხოვნით სამი ფერადკანიანი ქალბატონი იქნება. მსახიობი ფიქრობს, რომ მთავარ პერსონაჟებს მრავალფეროვნება აკლიათ, რაც ფერადკანიანი ქალბატონების შემოსვლით სერიალს უფრო მეტ ინკლუზიურობას შესძენს. აღსანიშნავია ისიც რომ სამანტა და ბიგი ახალ სეზონში არ იქნებიან.