ჯენიფერ ლოპესი საკუთარ კოსმეტიკურ ბრენდს ამჯერად დედასთან და შვილთან ერთად არეკლამებს

167

51 წლის ჯენიფერ ლოპესმა წლების წინ საზოგადოებას საკუთარი სუნამოს ხაზი წარუდგინა, ასევე ითანამშრომლა კოსმეტიკურ კომპანია Inglot-თან, საბოლოოდ კი კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების საკუთარი ხაზი JLo Beauty შექმნა.

ჯენიფერ ლოპესის უახლესი პროდუქციის მთავარი ინგრედიენტი ზეითუნის ზეთია, რომელიც მისი თქმით ოჯახის “სილამაზის ელექსირია”.

ჯეილო ირწმუნება რომ დედამისი ახალგაზრდობის პერიოდში მხოლოდ ზეითუნის ზეთს მოიხმარდა.

“საუკუნოვანი ინგრედიენტის” ზეითუნის ზეთის ექსტრაქტების გარდა პროდუქციაში შედის ასაკის მატების საწინააღმდეგო პეპტიდები, ანტიოქსიდანტები, საფუარიდან მიღებული ფერმენტები და იაპონური ბრინჯითა და შაქრით მიღებული სასარგებლო ნივთიერებები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯენიფერმა პროდუქციის მთავარი ინგრედიენტის ინსპირაცია დედისგან მიიღო, შემსრულებლის განცხადებით მომხმარებელი ზეთისხილისგან მიღებული სკუალანით, ფერმენტირებული ზეთითა და ზეითუნის ფოთლის ექსტრაქტით შექმნილ მოდერნიზებულ პროდუქციას იხილავს. 51 წლის ვარსკვლავი აცხადებს, რომ აღნიშნული ნივთიერებებით სავსე კოსმეტიკა ადამიანების რუტინაში ნაკლებად გამოიყენება, ის მომხმარებელს მსუბუქი ტექსტურის მქონე პროდუქციას სთავაზობს, რომელიც დამატენიანებელ კრემებს, კანის გამწმენდ საშუალებებს, შრატებსა და სახის ნიღბებს მოიცავს. ჯენიფერმა ისიც აღნიშნა რომ თუ ჯანსაღი ცხოვრების წესით არ იცხოვრებ, მისი აზრით ყველანაირი თავის მოვლის რუტინა ფუჭია.