Nirvana-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივიან

243

ჯგუფ Nirvana-ს სასამართლოში საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლეს. ჯგუფის წევრებს დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიის” 1949 წლის თარგმანისთვის ჩ.უ. სკოტ–ჯაილესის მიერ შექმნილი ილუსტრაციის მოპარვაში სდებენ ბრალს.

სასამართლოს მხატვრის შვილიშვილმა იოსელინ სიუზან ბანდიმ მიმართა, რომელიც ნამუშევრებზე საავტორო უფლების ერთადერთი მემკვიდრეა.

ნახატი, რომელიც დავის საგანი გახდა, ზედა ჯოჯოხეთის დიაგრამას წარმოადგენს. როგორც საჩივარშია აღნიშნული, ჯგუფი ნახატის პრინტს ვინილის ფირფიტებზე, ჭიქებზე, ტანსაცმელსა და სხვა სუვენირებზე იყენებდა, რის გამოც ბანდი ახლა სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს.

კომპენსაციის ოდენობას სასამართლო დაადგენს.