მსახიობი ოლიმპია დუკაკისი გარდაიცვალა

42

ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი ოლიმპია დუკაკისი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადებას მისი ძმა, აპოლო დუკაკისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ჩემი საყვარელი და, ოლიმპია დუკაკისი ნიუ–იორკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მრავალთვიანი პრობლემების შემდეგ ის ლუისს, თავის ქმარს შეუერთდა”, – წერია პოსტში.