ლედი გაგას ძაღლების გატაცების ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

30

მომღერალ ლედი გაგას თანაშემწის დაჭრისა და სამი ფრანგული ბულდოგის გატაცების ფაქტებზე, პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველების ვარაუდით, მათგან სამნი მონაწილეობდნენ რაიან ფიშერის მისამართით სროლაში, როდესაც ის ძაღლებს ასეირნებდა. დანარჩენი ორნი კი საქმეში თანამონაწილეებად გადიან.