ჯასტინ ბიბერის “დრედებიანმა” ვარცხნილობამ დიდი უსიამოვნება გამოიწვია

41

ჯასტინ ბიბერი რამდენიმე დღის წინ დრედებით გამოჩნდა სოციალურ ქსელში. მისი ფოტოს ქვეშ მილიონზე მეტი ადამიანის კომენტარი იყო, უმეტესი მათგანი აკრიტიკებდა მომღერალს და ბრალს ვარცხნილობის მოპარვაში დებდა.

“გამაღიზიანებელია, რომ თეთრკანიანები ჩვენ მიერ შექმნილი კულტურით არიან გატაცებულნი, იქნება ეს ‘დრედები’ თუ სხვა, და, ამავდროულად, სრულიად ინდიფერენტულები არიან ჩვენი გასაჭირის და იმის მიმართ, თუ რად გვიჯდება ასეთი მომხიბვლელი კულტურის შექმნა მუდმივი სიძულვილისა და შეტევების პირობებში”, — წერს კრიტიკოსი და ბლოგერი ჯოზი პიქენსი საკუთარ ესეში, — “და, დიახ, თეთრკანიანები რომ ‘დრედებს’ ატარებენ, ეს ნამდვილადაა კულტურის მითვისება”.

აღსანიშნავია რომ ზუსტად იგივე მიზეზით ჯასტინმა 2016 წელსაც გამოიწვია ფერადკანიანთა დიდი უკმაყოფილება. ტრადიციული აფრიკული ვარცხნილობის — ბანტუს — კარნავალისთვის გაკეთების გამო, გასულ წელს კულტურის მითვისებაში დაადანაშაულეს ბრიტანელი მომღერალი ადელიც.