“გრეის ანატომია” მეჩვიდმეტე სეზონზე სრულდება

148

თითქმის 20 წლის შემდეგ, „გრეის ანატომია” დასასრულს უახლოვდება. სერიალის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, კრისტა ვერნოფმა Hollywood Reporter-თან დაადასტურა, რომ მე-17 სეზონი შეიძლება დასასრული იყოს: „ფინალურ ეპიზოდზე ვმუშაობთ, რომელიც შეიძლება როგორც სეზონის, ისე სერიალის დასასრული იყოს. ეს სცენარი არ არის იდეალური, მაგრამ ორივე გარემოებისთვის თანაბრად ვემზადებით”.

როგორც იცით გრეის ანატომიაში ბოლო სეზონი კოვიდ-19-ის გარშემო მიმდინარეობდა. ელენ პომპეოს განცხადებით, საკულტო სატელევიზიო დრამის დასრულების მიზეზი კორონავირუსი არ გახდება: „გადაწყვეტილებას იმის მიხედვით ვიღებთ, თუ რა იქნება სერიალისთვის და პერსონაჟებისთვის სამართლიანი. როგორ ამბავს მოვყვებით. ამდენად საკულტო შოუს დასრულების დროს, მნიშვნელოვანია რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ”.