Burning Man აღარ ჩატარდება

51

ხელოვნების ფესტივალის Burning Man-ის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო არც 2021 წელს ჩატარდება.

“პროექტის ყველა მონაწილე მუშაობდა შესაძლო სცენარების შემუშავებზე, ცდილობდნენ 2021 წელს უდაბნოში რამდენიმე დღით აშენებული ოაზისის ტრადიცია აღდგენილიყო. პანდემიის გამო, გადავწყვიტეთ ფესტივალი 2022 წლამდე გადავდოთ”, – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

ფესტივალი 1986 წლიდან ყოველწლიურად შტატ ნევადაში, ბლეკ–როკის უდაბნოში ტარდება.