ჯიმ მორისონის კრებული გამოდის

35

ჯიმ მორისონის კრებული, რომელშიც სიმღერების სრული ტექსტები, ლექსები, აუდიოშიფრები, მის 28 წიგნაკში გაკეთებული ჩანაწერები და 160 იშვიათი ფოტოსურათი შევა, 2021 წლის 8 ივნისს გამოვა.

წიგნი “Jim Morrison: Poetry, Journals, Transcripts, and Lyrics” 600 გვერდს ითვლის და მის გამოქვეყნებაზე გამოცემამ Genesis იზრუნა. წინასიტყვაობა ნოველისტმა ტომ რობინსმა, გამომცემელმა ფრენკ ლისიანდრომ და მუსიკოსის დამ, ენ მორისონ ჩუნინგმა დაწერეს.