რეჟისორმა, სტივენ სპილბერგმა ბროდვეის ცნობილი მიუზიკლი „West Side Story“ ეკრანებზე დააბრუნა. ფილმის პრემიერა წლის ბოლოს, დეკემბრის თვეში იგეგმება, მანამდე კი გავრცელებული თიზერის ნახვაა შესაძლებელი.
რაც შეეხება თავად ფილმის სიუჟეტს, ის ერთდროულად სასიყვარულო და კრიმინალური ისტორიაა, რომელიც ახალგაზრდების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.