მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი კურიერად მუშაობს

498

მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი სებასტიენ სულესი იმ ადამიანთა რიცხვშია, რომელთა კარიერაც კორონავირუსის პანდემიამ დააზარალა. ბარიტონი დიდხანს მუშაობდა საზღვარგარეთ, თუმცა კრიზისის გამო მას საფრანგეთში დაბრუნება მოუწია.

“მე წავედი დასაქმების სააგენტოში, მინდოდა ვოკალის პედაგოგი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. რადგანაც ველოსიპედი მაქვს და მე ის ძალიან მომწონს, ვიფიქრე, რომ არც ესაა ცუდი გზა”, – აცხადებს სულესი.

ამგვარად საოპერო მომღერალმა მიტანის სერვისში გადაინაცვლა.