ოქტავიანე ავგუსტუსის მავზოლეუმი კვლავ გაიხსნა

157

ოქტავიანე ავგუსტუსის მასიური მავზოლეუმი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 28 წელს აშენდა, საზოგადოებისთვის კვლავ გაიხსნა. 11 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის წყალობით, შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია ჩატარდა.

ძველი რომის ერთ–ერთი ყველაზე მსვილი ძეგლი 1936 წლიდან მიტოვებული იყო. აღსანიშნავია, რომ თავისი მმართველობის დროს მავზოლეუმის აღდგენა და საკუთარ აკლდამად გადაკეთება ბენიტო მუსოლინის გეგმებში შედიოდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შედეგებმა რეალობა შეცვალა.

ძეგლის აღდგენის პროცესი 2007 წელს დაიწყო.