ეგვიპტეში დაკარგული ოქროს ქალაქი აღმოაჩინეს

172

როგორც არქეოლოგები აცხადებენ, ეგვიპტეში ნაპოვნი ნაქალაქარი დაკარგული ოქროს ქალაქის, ლუკსორის ნარჩენებია, რომელსაც სპცეციალისტებმა ეგვიპტის პომპეი შეარქვეს. მეცნიერთა განცხადებით, ეს ტუტანხამონის აკლდამის შემდეგ, ყველაზე უნიკალური აღმოჩენაა .

გარდა ტაძრისა და სახლების კედლებისა, არქეოლოგებმა ადამიანების ნეშტები, კერამიკული ნაკეთობები, სარიტუალო ობიექტები, ამულეტები და საიუველირო ნაწარმი აღმოაჩინეს.

ქალაქი დაახლოებით 3,4 ათასი წლის წინ, ფარაონ ამენჰოტეპ მესამის მმართველობის დროს აშენდა. მიუხედავად იმისა, რომ ლუკსორი ეგვიპტის უმსხვილესი ადმინისტრაციული და საწარმოო ცენტრი იყო, შემდეგმა ფარაონმა ის მიატოვა და ახალი სატახტო ქალაქი, ამარნა ააშენა.