მერაბ ნინიძე გერმანულ სერიალ Doktor Ballouz-ში მთავარ როლს შეასრულებს

39

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ უახლეს გერმანულ სერიალში Doktor Ballouz ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე მთავარ როლს შეასრულებს. მისი პერსონაჟი თავდაპირველად გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით ჩავიდა, მას შემდეგ კი რაც მეუღლე ავტოკატასტროფაში დაეღუპა, საყვარელ ოთხფეხა მეგობართან – კატასთან ერთად ცხოვრობს. მერაბისთვის გასული წელი მეტად წარმატებული აღმოჩნდა, შეგახსენებთ, რომ მან მონაწილეობა ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად რეჟისორ დომენიკ კუკიას ფილმ The Courier-ში მიიღო. ქართველმა შემსრულებელმა ოლეგ პენკოვსკის როლი განსახიერა, რომელიც საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამართველოს პოლკოვნიკი იყო და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს ჰყავდა დაქირავებული, ოლეგ პენკოვსკი 1963 წელს ღალატში დაადანაშაულეს და სიკვდილით დასაჯეს. შეგახსენებთ, რომ მერაბ ნინიძე ფილმ კურიერში მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების (British Independent Film Awards · BIFA)ბიფას ნომინანტებს შორის დასახელდა.