სელმა ჰაიეკი „გუჩის სახლის“ გადაღებებზე იმყოფება

27

იტალიაში, „გუჩის სახლის“ გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს. პერიოდულად გადასაღები მოედნიდან კადრები ვრცელდება. ამჯერად კი პაპარაცების ობიექტივში მსახიობი, სელმა ჰაიეკი მოხვდა.

არტისტი გრძელ, ყვავილებიან კაბაშია გამოწყობილი. 54 წლის მსახიობს, პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციების დაცვა უწევს და ამიტომ, სახის ნიღაბი უკეთია.

ცნობისთვის, რეჟისორ რიდლი სკოტის ფილმში სელმა, პინა აურიემას როლს ასრულებს, რომელიც მაურიციო გუჩის ცოლის უახლოესი მეგობარი და ნათელმხილველი გახლდათ.