„პარალელური დედების“ გადასაღები მოედნიდან კადრები გავრცელდა

27

ესპანელი რეჟისორი, პედრო ალმოდოვარი და მსახიობი, პენელოპა კრუზი თანამშრომლობას განაგრძობენ. ისინი მადრიდში ფილმ „პარალელური დედების“ გადაღებაზე იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ კი გადასაღები მოედნიდან კადრები გავრცელდა, სადაც პენელოპას გრძელი, შალის პალტო აცვია. პანდემიიდან გამომდინარე კი მსახიობს ნიღაბიც უკეთია. ჯერჯერობით ფილმის პრემიერის ზუსტი თარიღი უცნობია.