ვინი ჰარლოუ Lakers’ის სამოსში

33

26 წლის მოდელის, ვინი ჰარლოუს ჩაცმის სტილი ნამდვილად გლამურული და განსხვავებულია. მისი გამოჩენით ის გულშემატკივრებს იმედებს არასოდეს უცრუებს და გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ის პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში მეგობრის, კრისტიან კომბსის დაბადების დღეზე მიმავალი დააფიქსირეს.

წყაროს ცნობით კრისტიან კომბსის დაბადების დღის წვეულების თემატიკა იყო სპორტი, სტუმრები კი წვეულებაზე სხვადასხვა სპორტული იმიჯით წარსდგნენ. ვინიმ კი ამერიკის პროფესიონალური კალათბურთის გუნდის, Lakers-ის სამოსით ინსპირირებული იმიჯი მოიხდინა, რომელსაც კალათბურთის ბურთის მსგავსი ჩანთა შეუხამა. აღსანიშნავია, რომ ვინის მეგობარი მამაკაცი, კაილ კუზმა სწორედ Lakers-ის გუნდის წევრია.