The Weeknd-მა ქველმოქმედებისთვის 1 მილიონი გაიღო

38

მომღერალმა აბელ ტესფაიემ, რომლის სასცენო სახელია The Weeknd, ქველმოქმედებისთვის 1 მილიონი დოლარი გაიღო. არტისტმა, თანხა გაეროს მსოფლიოს კვების პროგრამას (United Nations World Food Programme) გადაურიცხა, რომლის მიზანი ეთიოპიის მოსახლეობის დახმარებაა.