„The House of Gucci“-ს გადასაღები მოედნიდან უახლესი კადრები გავრცელდა

31

„The House of Gucci“-ს გადასაღები მოედნიდან უახლესი კადრები გავრცელდა. ფოტოებში კვლავ მთავარი როლის შემსრულებელი, მომღერალი ლედი გაგა ჩანს. მან პატრიცია რეჯიანის როლი მოირგო.

ცნობისთვის, იტალიური მოდის სახლის ხელმძღვანელის მაურიციო გუჩის მკვლელობის შესახებ ფილმს იტალიაში იღებენ. რეჟისორ რიდლი სკოტის კინოსურათში ლედი გაგას გარდა, ადამ დრაივერი, ალ პაჩინო, ჯარედ ლეტო და რობერტ დე ნირო მონაწილეობენ.