BBC 10 წლის წინ გარდაცვლილი მომღერლის, ემი უაინჰაუსის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს. გავრცელებული ცნობით, კინოსურათი არტისტის დედის მონათხრობზე იქნება დაფუძნებული. როგორც მუსიკოსის დედამ განაცხადა, მას სურს ფართო საზოგადოება ისეთი ემი გაიცნოს, როგორიც თავად გაზარდა. ფილმის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.