რიანას ახალი ფოტოები გავრცელდა

621

ბარბადოსელი მომღერლის, რიანას ახალი ფოტოები გავრცელდა. პაპარაცებმა არტისტი მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ის ლოს-ანჯელესის ქუჩებში დასეირნობდა. გავრცელებულ ფოტოებში რირის ფერადი სამოსი აცვია. უფრო კონკრეტულად კი მან ჯინსის შორტებს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და Celine x Tyson Reeder-ის პერანგი შეუხამა, რომლის ღირებულებაც 790 დოლარია.