ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

68

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ერქომაიშვილი კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა.