ობობის ახალ ჯიშს ნემოს დაარქმევენ

66

ობობის ახალი ჯიში, რომელიც ავსტრალიელმა მეცნიერმა ჯოზეფ შუბერტმა აღმოაჩინა, სტუდია Pixar–ის მულტფილმის მთავარი გმირის სახელს მიიღებს. მეცნიერის განმარტებით, სახელი მას ნარინჯისჯერმა და თეთრმა ხაზებმა შთააგონა.

“მას მართლაც ნარინჯისფერი სახე აქვს, რომელსაც თეთრი ზოლები ახლავს, ამიტომაც ჰგავს თევზ–ჯამბაზს. ვიფიქრე, რომ ნემო მისთვის შესაბამისი სახელია”, – აცხადებს შუბერტი.