ბავარიული ფრესკები ჩრდილოეთ ევროპაში უძველესად აღიარეს

179

ცოტა ხნის წინ სპეციალისტებმა, ბავარიის ქალაქ აუგსბურგში, საკათედრო ტაძარში აღმოჩენილი ფრესკების სერიის ასაკი დაადგინეს. უახლესი კვლევების თანახმად, ისინი მე–11 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, რაც მათ ალპებიდან ჩრდილოეთით უძველეს ფრესკებად აქცევს.

ჩატარებული დენდროქრონოლოგიური ანალიზის თანახმად, ქვით მოპირკეთებული ხის ასაკი დაახლოებით 1000 წლით თარიღდება, თავად ტაძარი კი 1065 წელს აშენდა.

რესტავრატორები აპირებენ სხვა ფრესკების ძიებაში სახურავისა და ჩრდილოეთ ფრთის ნაწილი შეისწავლონ. კვლევები და რესტავრაცია ბეატის და ჰანს პეტერ აუტენრიტის ფონდის, ზიგფრიდის ფონდისა და აუგსბურგის ეპარქიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.