პოლ მაკ–კარტნი გარდაცვლილი ცოლის რეცეპტებს წიგნად გამოსცემს

60

წიგნი “ლინდა მაკ–კარტნის საოჯახო სამზარეულო” ბრიტანეთში 2021 წლის 24 ივნისს გამოვა. მისი ავტორები პოლ მაკ–კარტნი და მისი ქალიშვილები, სტელა და მერი არიან. გამოცემა დაახლოებით 100 ვეგანურ რეცეპტს, საოჯახო ისტორიებსა და ფოტოსურათებს შეიცავს.

“ლინდა მაკ–კარტნის სწამდა გემრიელი, სასარგებლო საკვების, რომელიც არ შეიცავს ხორცს. 30 წლის წინ თავის სახლში მან ოჯახისთვის მცენარეული საკვების მომზადება და რეცეპტების შეგროვება დაიწყო. ახლა კი პოლი, მერი და სტელა, ლინდას კულინარულ წიგნს გამოსცემენ”, – წერია რეცენზიაში.