შერონ სტოუნი სიმღერის თანაავტორი გახდა

196

მსახიობი შერონ სტოუნი მომღერალ ჰეილი სეილსის სიმღერის თანაავტორი გახდა. რომანტიკულ ბალადას Never Before ჰქვია, ის სოულს, ჯაზს და თანამედროვე პოპ–მუსიკას აერთიანებს.

“დიდი სიამოვნებაა ჰეილისთან ერთად მუშაობა. ის ნამდვილი არტისტია, რომელიც ყველაზე მეტად საკუთარ ნამუშევრებზე ზრუნავს”, – აცხადებს სტოუნი.