„გრემის“ 63-ე დაჯილდოების ტრიუმფატორთა ვინაობა ცნობილია

564

ლოს-ანჯელესში „გრემის“ რიგით 63-ე დაჯილდოების ცერემოანიალი გაიმართა. გაგაცნობთ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა ვინაობას.

„საუკეთესო ჩანაწერის“ ნომინაციაში ბილი აილიშმა გაიმარჯვა. „წლის ალბომის“ ნომინაციაში კი მომღერალმა ტეილორ სვფიტმა სამი ჯილდო მიიღო. ასევე, აღსანიშნავია ბიონსეს წარმატებაც, არტისტმა „გრემის“ წლევანდელ ღონისძიებაზე 4 ჯილდო მოიპოვა და ამ მონაცემებით მას, ჯამში „გრემის“ 28 ჯილდო აქვს მოპოვებული.

რაც შეეხება პოპ დუეტის/ჯგუფის საუკეთესო შესრულების ნომინაციას, ამ კატეგორიაში გამარჯვება ლედი გაგამ და არიანა გრანდემ შეძლეს.