არეთა ფრანკლინის კიდევ ერთი ანდერძი აღმოაჩინეს

174

სოულის დედოფლის, არეთა ფრანკლინის, სავარუდოდ, მეოთხე ანდერძის მონახაზი ნაპოვნია და მიჩიგანის სასამართლოშია გადაცემული. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მომღერლის სახლში სამი ანდერძი იპოვნეს, ყველა მათგანი ხელითაა დაწერილი. მუსიკოსის ადვოკატების განცხადებით, ზოგიერთი ფრაგმენტის გარჩევაც კი შეუძლებელია, ბევრგან დამატებულია კომენტარები.

ასევე, ადვოკატების განცხადებით რვაგვერდიანი დოკუმენტი სათაურით “არეთა ფრანკლინის ანდერძი”, რომელიც მომღერლის გარდაცვალების წელსაა შედგენილი ხელმოწერილი არაა.