ბენქსის ახალი გრაფიტი ციხის კედელზე გაჩნდა

47

ქუჩის მხატვრის, ბენქსის ახალი ნამუშევარი ბრიტანული რედინგის ციხის კედელზე გაჩნდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების აზრით, მხატვარი ქალაქს იმიტომ ეწვია, რომ აქტივისტები ციხის შენობის ისტორიულ ძეგლად აღიარებას ითხოვენ.

რედინგის ციხე 2013 წლიდან ფუნქციას აღარ ასრულებს და ქალაქის საბჭოს სურს ის კულტურულ ობიექტად აქციოს.

შეგახსენებთ, რომ 1896–1897წწ მწერალი ოსკარ უაილდი ამ ციხეში იხდიდა სასჯელს.