მინი-სერიალმა „ჩერნობილი“ ტურისტული ბუმი გამოიწვია

46

HBO-ს მინისერიალის „ჩერნობილის“ გამოსვლის შემდეგ უკრაინის ამ რეგიონში ტურიზმის ბუმია. ინფორმაციას Reutersავრცელებს.

ტურისტული სააგენტოების მონაცემებით, რომლებიც ჩერნობილში ტურებს აწყობენ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა.

ზოგიერთი ტურისტული სააგენტო მსურველებს სერიალში ნაჩვენებ ადგილებში სპეციალურ ექსკურსიებს სთავაზობს. უკრაინული მედიის ცნობით, ჩერნობილში ინგლისურენოვანი ტური დაახლოებით 100 დოლარი ღირს.

„ჩერნობილი“ 1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში, ჩერნობილის ტერიტორიაზე ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიაზე მოგვითხრობს. ის IMDb-ზე ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალი გახდა.