სტოუნჰენჯის გარშემო კონფლიქტი არ წყდება

100

სტოუნჰენჯის სიახლოვეს არქეოლოგებმა უძველესი არტეფაქტები იპოვნეს, რამაც არქეოლოგიურ კოპლექსთან გვირაბის აშენების გამო წამოწყებული კონფლიქტი გაამწვავა.

არტეფაქტები, რომლებიც გვიანი ნეოლითის პერიოდით თარიღდება, დროებით სოლსბერის საცავში გადაიტანეს. გათხრები გვირაბის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ “ისტორიული ინგლისის” კომისია გზის მშენებლობას ემხრობა, იუნესკომ გამოთქვა მღელვარება, რომ შოსე ტერიტორიის უნივერსალურ ღირებულებაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

მას შემდეგ, რაც 2020 წლის ნოემბერში, ხელისუფლებამ ახალი პროექტი დაამტკიცა, აქტივისტების ჯგუფი ეცადა გადაწყვეტილება სასამართლოში გაესაჩივრებინა. პროექტის მოწინააღმდეგეებს ეშინიათ, რომ გვირაბი არექოლოგიური კომპლექსს დააზიანებს.