“დაუკარი კანდინსკი” – Google Arts + Culture ახალ ექსპერიმენტს გვთავაზობს

125

Google Arts + Culture–ის ახალი პროექტი გენიალური მხატვრის, ვასილი კანდინსკის გონებაში ჩახედვის საშუალებას გვაძლევს. ნეიროლოგიური ფენომენი, რომელსაც სინესთეზია ანუ “გრძნობათა გაერთიანება” ჰქვია, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 2–4%–ს აღენიშნება. ამ მცირე რიცხვში მოხვდა კანდინსკიც. სინესთეზია ბერძნული სიტყვაა და შერეულ ან ერთდროულ შეგრძნებას ნიშნავს ანუ როცა გრძნობის ერთი ორგანოს, ამოქმედების დროს ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომელიც ამ ორგანოსთვის დამახასიათებელი არ არის. მაგალითად, ადამიანი სიბნელეში ყოფნის დროს, სიბნელის გემოს გრძნობს.

მუსიკოსებმა ანტუან ბერტენმა და NSDOS–მა კანდინსკის ერთ–ერთი ნამუშევარი ელემენტებად დაშალეს და თითოეულს მუსიკალური ფრაგმენტი შეუთავსეს. მუსიკა სინესთეზიის სიმულატორი პროგრამით შეიქმნა.

ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად და “კანდინსკის დასაკრავად” შემდეგ ბმულზე გადადით:

https://g.co/arts/1wEChwMDucxDZjqr5