Sia-ს ფილმის წინააღმდეგ პეტიციას ათასობით ხალხი აწერს ხელს

68

პეტიცია, რომელიც მოითხოვს მომღერალ Sia-ს ფილმი “მიუზიკი” “ოქროს გლობუსის” ნომინანტებიდან ამოიღონ, უკვე 85 ათას ხელმოწერას ითვლის.

პეტიციის ავტორები როზანა კატაია და ნინა სკოვ ჯენსენი არიან. მათი აზრით, ფილმი არასწორ შთაბეჭდილებას ტოვებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების შესახებ და ის ეიბლისტურია.

თავად Sia ფილმს, აუტისტების საზოგადოებისადმი სასიყვარულო წერილს უწოდებს. თუმცა, პეტიციის ავტორები მას არ ეთანხმებიან. მეტიც, მათი აზრით, მთავარი როლის შემსრულებელმა მედი ზიგლერმა ცუდად ითამაშა აუტისტური სპექტრის მქონე გოგონას როლი და ეს დაცინვას უფრო ჰგავდა.