ერმიტაჟი ფაბერჟეს კოლექციაში ყალბი ნიმუშების შესახებ განცხადებას აკეთებს

528

როგორც ერმიტაჟის გენერალურმა დირექტორმა მიხაილ პიოტროვსკიმ განაცხადა, მუზეუმის ექსპერტები ფაბერჟეს კოლექციის ლაბორატორიულ კვლევებს ჩაატარებენ. მუზეუმის დირექტორს კოლექციონერმა ანდრეი რუჟნიკოვმა მიმართა და განაცხადა, რომ გამოფენაზე “ფაბერჟე – საიმპერატორო იუველირი” ორიგინალებთან ერთად ყალბი ნიმუშებიც იყო წარმოდგენილი.

“ახლა ცენტრის ლაბორატორიას დაევალა გამოფენაზე წარმოდგენილი ფაბერჟეს ნამუშევრების შესწავლა. არსებობს პასუხის მიღების სამი ვარიანტი – საბუთები, ტექნოლოგიები და ხელოვნებათმცოდნეების ანალიზი”, – აცხადებს პიოტროვსკი.