Netflix-ზე The Notorious B.I.G.-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს უჩვენებენ

65

ჰიპ-ჰოპ არტისტის კრისტოფერ უოლასის, ფსევდონიმით The Notorious B.I.G. ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ კიდევ ერთი ფილმი გადაიღეს, რომლის პრემიერა Netflix-ზე 2021 წლის 1 მარტს შედგება.

„Biggie: I Got A Story To Tell“ – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, სადაც ასახული იქნება არტისტის აქამდე უცნობი ფრისტაილები და ინტერვიუები. გავრცელებული ცნობით, ფილმში ძირითადად რეპერის ოჯახის წევრები მონაწილეობენ.